суббота, 21 марта 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

ინტელის პროექტის მესამე დღეც ძალიან საინტერესო იყო. დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე, სადაც შევიტანეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტები და განვმარტეთ პროექტის მიზნები და შედეგები. ასევე გავეცანით გუგლდოკებზე მუშაობის პრინციპებს და  განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას.

1 комментарий:

  1. ბევრი ,,პრიკოლი" გამოტოვე, რომ არ გამოცხადდი 10 საათიან ტრენინგზე.

    ОтветитьУдалить