воскресенье, 29 марта 2015 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

ინტელის პროექტებით სწავლების მეხუთე დღეც საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო, გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, ვიმუშავეთ ციტირებულ დოკუმენტებზე და გავაკეთეთ მოსწავლის ნაშრომი.
 დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას ასეთი გულისხმიერებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის.

суббота, 28 марта 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ინტელის სასწავლო პროექტის მეოთხე დღეც საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
დღეს განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო, კერძოდ ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე და სტრატეგიებზე,  რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია დავადგინოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა და საჭიროებები.  ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმის პრეზენტაციაზე.

суббота, 21 марта 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

ინტელის პროექტის მესამე დღეც ძალიან საინტერესო იყო. დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე, სადაც შევიტანეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტები და განვმარტეთ პროექტის მიზნები და შედეგები. ასევე გავეცანით გუგლდოკებზე მუშაობის პრინციპებს და  განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას.

воскресенье, 15 марта 2015 г.

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღე ნაყოფიერი და ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ ბროშურების დამზადება ვორდში, ასევე მზა ბროშურების მოძიება და გამოყენება, დავამზადეთ ბროშურა მშობლებიათვის და გავაკეთეთ ბლოგზე კომენტარები.

суббота, 14 марта 2015 г.

პირველი დღის რეფლექსია

პირველი დღე ძალიან საინტერესო იყო. ქალბატონმა ნათიამ გააკეთა ინტელის ძირითადი კურსის ზოგადი მიმოხილვა, ისაუბრა კურსის მიზნებსა და ამოცანებზე, განმარტა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
  გავეცანი კურსის მონაწილე პედაგოგებს და იმედი მაქვს მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა.